ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

მეუფე სტეფანე: დაგანგრევთ სულ ყველას, ლიბერალებო

ღმერთის ნაცვლად, ჩვენ გვმართავს ლიბერალიზმი – რომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ კანონის უზენაესობას, რომელსაც გვითხზავენ და გვიწერენ ლიბერალები.  

ცრუ ბრალდებებით ვერავინ ვერაფერს ამტკიცებს, მაგრამ წამოენთნენ, ვინც არიან ლიბერალების გამტარებლები ყველა მიმართულებით. დაიწყეს ყველანაირად პროპაგანდა, აგიტაცია, როგორც კომუნისტების და ფაშისტების დროს. ვითომ ძალადობას ებრძვიან და თვითონ ძალადობენ, ისე ძალადობენ, რომ, ფაქტობრივად, ბავშვები სტრესში არიან იქ. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ იმათ ცუდი რამე გაუკეთა, არა, ამათი ძალადობით. შეიჭრნენ, აი, გინდა თუ არა, ეს ბავშვები არიან შეშინებულები, არ იციან რა გააკეთონ. 

ზომბებს ეძახიან ბავშვებს, ქრისტიანები რომ არიან, იმიტომ, თვითონ ზომბები. ჩვენ შევეწირებით და ასეთ რაღაცას არ დავთმობთ. არ უნდა დავემონოთ და არ უნდა დავემორჩილოთ ლიბერალებს, არც იმ ცრუ კანონებს, რომლებიც ქრისტიანობის საწინააღმდეგოა. დაგანგრევთ სულ ყველას, ლიბერალებო!

ვის იცავს ის სახალხო დამცველი?! მარტო ხალხის ერთ ნაწილს, რომელიც არის მიზერი

თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ საკვირაო ქადაგებისას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას. 

კომენტარები