ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

კახიძე ნინოწმინდაზე: სახელმწიფოს დისფუნქციურობის ფონზე საზოგადოებამ განგაში უნდა ატეხოს

აღმოჩნდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 2016-2021 წლებში მომხდარ სავარაუდო გაუპატიურებისა და ძალადობის ფაქტებს იძიებს პროკურატურა.

ეპისკოპოსი სპირიდონი და საპატრიარქო არ უშვებენ პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, რომლებმაც უნდა შეამოწმონ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხი და შეისწავლონ პანსიონში არსებული ვითარება.

სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კონსტიტუციურ უწყებას - სახალხო დამცველს მიეცეს საშუალება, შეასრულოს თავისი მანდატით გათვალისწინებული მოვალეობა და განახორციელოს ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა დაცვაზე.

ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში ხელისუფლებას, რომელმაც უნდა აღასრულოს კანონი და, ასევე, საპატრიარქოს, ვისი მმართველობის ქვეშაც არის ბავშვთა პანსიონი.

სახელმწიფოს დისფუნქციურობის ფონზე საზოგადოებამ განგაში უნდა ატეხოს, რათა შემზარავი ინფორმაცია პანსიონში გამოკეტილ ბავშვებზე ძალადობის შესახებ არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე

წერს ევროპული საქართველოს წევრი, ოთო კახიძე  ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე. სახალხო დამცველის რწმუნებულებს პანსიონში სხალთელი მიტროპოლიტის, სპირიდონის მითითებით ამ დრომდე არ უშვებენ. გუშინ, 2 ივნისს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

კომენტარები