მალალა იუსუფზაი

"ვიცი, რა ძალას ატარებენ გოგოები გულებში" – მალალა იუსუფზაი ვოგის გარეკანზე მოხვდა

პაკისტანელი აქტივისტი და ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, მალალა იუსუფზაი ბრიტანული ვოგის ივლისის გამოცემის გარეკანზე მოხვდა.

23 წლის მალალა იუსუფზაიმ მოდის ჟურნალთან თავის ცხოვრებაზე, Twitter-ში აქტივიზმზე და AppleTV+-თან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

"ვიცი, რა ძალას ატარებს ახალგაზრდა გოგო საკუთარ გულში". – ამბობს ის ინტერვიუს მიმდინარეობისას.

მალალა იუსუფზაის პროფილი მხოლოდ მასთან ინტერვიუს არ მოიცავს, არამედ სხვა ადამიანების შეხედულებებს მის შესახებს, მათ შორის ამერიკის ყოფილი პირველის ლედის, მიშელ ობამასა და Apple-ს აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის.

"არ მგონია, არსებობდეს ვინმე ზუსტად მალალას მსგავსი". – ამბობს ტიმ კუკი.

აქტივისტს ფოტოებში სტელა მაკარტნის ტანსაცმელი აცვია და თავსაბურავი უკეთია, ფოტოები კი ნიკ ნაითის გადაღებულია.

"როდესაც მუსლიმი გოგოები, ან პუშტუნი გოგოები, ან პაკისტანელი გოგოები თავიანთი ტრადიციების შესაბამისად იცვამენ, აღიქმება, რომ ისინი უნდა დაიჩაგრონ, ან წაერთვათ ხმა, ან იცხოვრონ პატრიარქატში. მსურს, ვუთხრა ყველას, რომ თქვენ შეგიძლიათ აიმაღლოთ ხმა თქვენივე კულტურაში და ასევე, იყოთ თანასწორები თქვენივე კულტურაში". – თქვა მალალა იუსუფზაიმ.

 2012 წლის ოქტომბერში 15 წლის მალალა იუსუფზაი, გოგონათა განათლების კამპანიისთვის, თალიბანის შეიარაღებულმა პირებმა თავში დაჭრეს.

კომენტარები