უარეს საფრთხეს შევუქმნიდი ქვეყანას მაშინ შს მინისტრის გათავისუფლებით. არა, ჩემზე მნიშვნელოვანი ფიგურა არ იყო გომელაური, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით უკვე ისეთი შიდა დაპირისპირება დაიწყებოდა ქვეყანაში, რომელი კრიზისიდან გამოსვლაც იქნებოდა ბევრად უფრო რთული.
ამიტომ, მე მივიღე ყველაზე ნაკლებად დამაზიანებელი გადაწყვეტილება, სახელმწიფოსთვის პირველ რიგში და ოცნებისთვის, როგორც პარტიისთვის. ავდექი და ჩემივე გადაწყვეტილებით, თან პირდაპირ ვთქვი, რომ "იმედია ეს ტემპერატურა დაცხრება, პოლარიზაცია დაიკლებს და ამ სისულელეს, რაც მერე მაინც გააკეთეს, არ გააკეთებენ - მეთქი".
მაგრამ რა მოვიგე, იცით? დრო მოვიგე, ეს ყველაფერი განხორციელდა ბევრად უფრო ნაკლები რისკებით და ბევრად უფრო რბილად