ნამახვანჰესი

გომელაური ნამახვანჰესზე: სპეცრაზმს შეუძლია გამოიყენოს წყლის ჭავლი ძალადობის შემთხვევაში

რაც შეეხება ნამახვანჰესს, უკვე რამდენიმე თვეა, ადგილზე დგანან პოლიციელები და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არ მოხდეს შეხლა-შემოხლა. თქვენ ნახეთ, რომ გუშინ ხელი დაარტყეს პოლიციელს, რაც ძალიან ცუდია და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ამ დრომდე ასეთი რამ ნამდვილად არ მომხდარა, იცავდნენ აქციის მონაწილეები დისტანციას და იყვნენ ძალიან წყნარად. გუშინ რატომღაც აგრესია გამოხატეს.

რკინის ჯებირები დაგვჭირდება თუ დაბალი ჯებირი, იქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დაპირისპირება, ყველაფერს გამოვიყენებთ, იცით, რომ ტექნიკა დაუწვეს ერთხელ, მოხდა შეხლა-შემოხლა მუშებთან და ენკას ფირმის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან. რომ შევუშვათ, მოხდება კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და შეიძლება დაშავდნენ კიდეც მოქალაქეები.

სპეცრაზმიც განმუხტავს სიტუაციას და ჯერჯერობით პოლიციელებიც. სპეცდანიშნულების რაზმს რაც აქვს აღჭურვილობა, მათ შორის, იქნება ეს გაზი, წყლის ჭავლი თუ სხვა, თუ პოლიციაზე ძალადობა იქნება, მათ კანონიერი უფლება აქვთ ყველაფერი გამოიყენონ

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე.

კომენტარები