კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ინდური შტამის შემთხვევების მომატების რისკი არსებობს – მტრის ხატი არ შევქმნათ

ბოლო მონაცემებით, დიდი ბრიტანეთში ბრიტანულ შტამს თანდათან ანაცვლებს ინდური შტამი. რისკი და ალბათობა ე.წ. ინდური შტამის შემთხვევების მომატების არსებობს, მაგრამ ამისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ. ეს მუტაცია მუდმივად იყო, არის და იქნება. შესაბამისად, რეკომენდაციები რასაც მუდმივად ვაჟღერებთ, დაცული უნდა იყოს.

განსაკუთრებით, სახმელეთო საზღვრებზე მკაცრი კონტროლი უნდა იყოს, რომ არ შემოვიდნენ ადამიანები ტესტირების გარეშე. ყველა ადამიანი, ვინც შემოდის, უნდა იყოს პისიარტესტირებული ბოლო 72 საათის განმავლობაში. ამავე დროს, სასურველია, რომ ისინი იყვნენ ორჯერადად აცრილები. ეს ორივე რეკომენდაცია მკაცრად უნდა იყოს დაცული. ასევე, სასურველია შემოსულ ადამიანებს ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა, რომ კოვიდის განვითარების შემთხვევაში სამედიცინო დახმარება გაეწიოს და ასევე, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შემოსვლიდან მესამე დღეს ყველა ადამიანი გაიტესტოს და ეს იყოს მათთვის სავალდებულო

თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ პირველ არხთან საუბარში.

კომენტარები