კრიმინალი

შსს: დავაკავეთ კაცი, მან ნამახვანჰესის აქციაზე GEORGIAN TIMES-ის დამფუძნებელს დროშის ტარი ჩაარტყა

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 1986 წელს დაბადებული ა.ქ. დააკავეს, რომელმაც მედიაჰოლდინგ Georgian Times-ის თანადამფუძნებელს დროშის ტარი ჩაარტყა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 25 მაისს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებთან ერთად გადაადგილდებოდა თბილისში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე მედიაჰოლდინგი ჯორჯიან თაიმსის ოფისის წინ, რა დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამ მედიაჰოლდინგის თანადამფუძნებელს -  1994 წელს  დაბადებულ პ. გ.-ს, კერძოდ, დროშის ტარი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სახის არეში დაზიანება მიიღო". - წერია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ა.ქ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები