ვაქცინაცია

იმნაძე: კლინიკებს შეუძლიათ, ორჯერადად აცრის ცნობა გასცენ, ეს COVID-პასპორტის პირველი ეტაპია

თუ მგზავრობისთვის ან რაიმე სხვა მიზნებისთვის გჭირდებათ ცნობა, რომ ორჯერადად აცრილი ბრძანდებით, ამცრელ დაწესებულებებს უკვე შეუძლიათ ამ ცნობის ამოღება. იქ, სადაც მეორე დოზას გაიკეთებთ, როდესაც დაარეგისტრირებენ თქვენ აცრას, მათ შეუძლიათ, ამოიღონ არა მარტო ის, რასაც თქვენ ხელზე გაძლევენ, აცრების ბარათი, არამედ, კომპიუტერიდან თავისი QR კოდით შეუძლიათ უკვე ამცრელმა დაწესებულებებმა ამოიღონ და მოგცენ ორჯერადად აცრის ცნობა. ეს არის, ასე ვთქვათ, კოვიდპასპორტის პირველი ეტაპი

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე Facebook ლაივში

კომენტარები