საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 30 456 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 354 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 821 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.45%-ია, ბოლო 7 დღის – 4.05%, 14 დღის კი – 3.86%.
1 354 ახალი შემთხვევიდან თბილისში 669 შემთხვევა დადასტურდა, აჭარაში - 114, იმერეთში - 184, ქვემო ქართლში - 78, შიდა ქართლში - 43, გურიაში - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 129, კახეთში - 56, მცხეთა-მთიანეთში - 50, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.
25 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 339 315 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 320 777 გამოჯანმრთელდა, 4 654 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ინფიცირების 13 858 აქტიური შემთხვევაა. 892 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 416 მკურნალობს, აჭარაში - 105, იმერეთში -165. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 227 ადამიანია, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 14, იმერეთში - 16.
23:00 საათიდან 05:00 საათამდე საქართველოში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.