ხანძარი კაიროს ქუჩაზე

სამგორის რაიონში ხანძარი ჩააქრეს, ცეცხლი პლასტმასის ნივთების ერთსართულიან საწყობს ეკიდა

სამგორის რაიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი პლასტმასის ნივთების ერთსართულიან საწყობს ეკიდა. 

"მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი". - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

კომენტარები