ვაქცინაზე მოთხოვნა კარგია, რომ გაიზარდა. მობილიზაციაზე მუშაობა მიდის. შესაძლოა, გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვიოს, რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე რეკავს და არაა ამ კონკრეტულ მომენტში ხელმისაწვდომი ვაქცინა, მაგრამ, ვფქირობ, რომ მოკლე ხანში ჩვენ კიდევ დამატებით გვექნება სინოფარმის დოზების მობილიზების შესაძლებლობა, სინოვაკიც, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება. ასევე, კოვაქსიდან მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან ნოვავაქსი და ჯონსონი და ჯონსონი უნდა დაემატოს.
მანამდე, პროცესი საკმაოდ აქტიურია, 5 000-მდე ადამიანის დღიური ვაქცინაცია კარგი მაჩვენებელია. ასე რომ, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის, რომ მოქალაქეები, რომლებიც განწყობილი არიან ვაქცინაციისთვის, ცოტა ხანს უნდა დაელოდონ თავის დოზას, მეც ველოდები ჩემ დოზას, ჯერ არ გამიკეთებია ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ, დაველოდები, ვიდრე დიდი რაოდენობა მოსახლეობის მოცული არ იქნება. ასე რომ, უნდა დაველოდოთ ჩვენ დოზას





