ჟურნალისტზე თავდასხმა

მედიაკოალიცია: ვგმობთ სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს

ირაკლი ვაჩიბერაძე

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტ ანტონის მხრიდან ჟურნალისტზე თავდასხმას გმობს. 

კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს. 

"ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასულიერო პირების არაერთ თავდასხმაზე რეაგირება არ მოუხდენია, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე განმარტებებს არ აკეთებს საქართველოს საპატრიარქოც. მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს და მოითხოვს, შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია.

მედიაკოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს სასულიერო პირების მიერ ჟურნალისტების დევნის შემთხვევები. მათ შორის, დაიწყოს გამოძიება "მთავარი არხის" ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასთან დაკავშირებით". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

7 აპრილს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა მთავარი არხის ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები