ლარის გაუფასურება

I კვარტალში ლარი დოლართან მიმართებით 11.7%-ით გაუფასურდა, ევროსთან 19.3%-ით

CBW.ge

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარის კურსი დოლართან 11.7%-ით გაუფასურდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 1.3%-ით გაუფასურდა.

ამასთან ერთად, 2020 წლის I კვარტალთან შედარებით  ლარი თითქმის ყველა ვალუტის მიმართ გაუფასურდა, გარდა თურქული ლირისა.  ევროსთან მიმართ  ლარის კურსი 19.3%-ით გაუფასურდა, აზერბაიჯანულ მანათთან 11.6%-ით, უკრაინულ გრივნასთან 1.4%-ით, რუსულ რუბლთან 0.9%- ით და სომხურ დრამთან 4.1%-ით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

კომენტარები