ნიკა მელიას საქმე

ანზორ მელია: ნიკა ამნისტიას არ დათანხმდება, როგორც მშობელი ვამბობ, რომ ჯობს, ციხეში იჯდეს

ნიკა ამნისტიით გამოსვლას არ დათანხმდება და მეც, როგორც მშობელი ვამბობ, ჯობს, ციხეში იჯდეს და მოიხადოს ის, რასაც მიუსჯის ეს კაცთმოძულე მთავრობა ნიკას, ვიდრე ხელი მოაწეროს. დაჩაჩანაკებულ ნიკა მელიას ვერ ნახავს ეს მთავრობა. ვაჟკაცია ვაჟკაცი!

ამ მთავრობას აქვს რუსეთის იმედი და ამიტომ არიან ძალიან მაგრად და ყველაფერი, მაგრამ, ყოველი დღე ნიკას ციხეში ყოფნის, ამათი დასასრულია... იცის ოცნებამ, რომ ციხეში ვაია, გამოვა და ვუია. ამიტომ ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ, ქართველი ხალხი ბრძენია. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია TV პირველთან საუბარში ეხმიანება ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონს, რომლის მიხედვითაც, ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე.  ნიკა მელიამ 26 აპრილს მიმართვა გაავრცელა და მზადყოფნა გამოთქვა, დასთანხმდეს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის კანონის მიღება დღის წესრიგიდან მოიხსნება.

კომენტარები