კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ლუგარის ლაბორატორიიდან ინდური შტამის დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს

NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ქართული ოცნების დეპუტატის, ლადო კახაძის საპასუხოდ თქვა, რომ საქართველოში ინდური შტამი არ დადასტურებულა.

"ბატონ ლადოს შეიძლება სხვა მონაცემები აქვს. მე გიდასტურებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა და ალბათობა იმის, რომ ქვეყანაში იყოს, ნამდვილად არის. რა შტამებსაც ვიკვლევთ, ძირითადად, არის ბრიტანული შტამი.

ამ წუთისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან ინდური შტაბის დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. [...] ლადო კახაძე გახლავთ ჩემი უახლოესი მეგობარი, არის ძალიან კარგი, გამოცდილი ექიმი და ამავე დროს, კარგი პოლიტიკოსი. შეიძლება, ბატონ ლადოს აქვს რარაც ინფორმაცია, რომელიც მე არ მაქვს. ქვეყანაშ მუშობს 50-მდე ლაბორატორია, რომელიც, მათ შორის, შეიძლება, აკეთებდნენ შტამების დიფერენცირებას. მე გეუბნებით ლუგარის ცენტრის მაგალითზე. ჩვენთან დღემდე ინდური შტამის იდენტიფიკაცია არ მომხდარა, მაგრამ ამის ალბათობა, რომ იყოს, არის". - ამბობს გამყრელიძე.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ მედიაცენტრ მთავარში თქვა, რომ საქართველოში ინდური შტამის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა. 

4 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 313 742 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 295 458 გამოჯანმრთელდა, 4 183 კი გარდაიცვალა.

კომენტარები