ახალი კორონავირუსი ინდოეთში

პრიანკა ჩოპრა: ჩემი სახლი - ინდოეთი, სისხლისგან იცლება

EW

ბოლივუდისა და ჰოლივუდის ვარსკვლავი პრიანკა ჩოპრა საქველმოქმედო ორგანიზაციებს ინდოეთში მიმდინარე კოვიდ კრიზისის მსხვერპლთათვის ფულის შეგროვებაში ეხმარება.

"ინდოეთში, ჩემს სახლში, ახალი კორონავირუსის კრიზისია, დახმარება, თითოეული ჩვენგანის ვალია. სასიკვდილო დაავადება სწრაფად ვრცელდება. ნებისმიერი შემოწირულობა მნიშვნელოვანია". – წერია საქველმოქმედო ორგანიზაციის განცხადებაში, რომლისთვისაც ჩოპრა შემოწირულობას აგროვებს.

მსახიობმა ინდოეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ ვიდეომიმართვაში ილაპარაკა.

"ლონდონში ვარ და სამშობლოდან, ოჯახისგან და მეგობრებისგან ვიგებ საზარელ ამბებს. საავადმყოფოებში აღარ არის ადგილი, რეანიმაციის ყველა ოთახი დაკავებულია, სასწრაფოები გადატვირთულია, ჟანგბადის მარაგები თავდება, კრემატორიუმებში კი მასიური დაკრძალვები ტარდება, ვინაიდან სიკვდილიანობა ძალიან გაზრდილია. ინდოეთი ჩემი სახლია და ინდოეთი სისხლისგან იცლება". – ამბობს მსახიობი.

პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში Covid-19-ით  215 542 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად დღეში Covid-19-ს საშუალოდ 3 500 ადამიანი ეწირება.

კომენტარები