მე-10 მოწვევის პარლამენტი

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

არჩილ თალაკვაძე
საქართველოს მთავრობა

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი 24 აპრილს დატოვა. 

თალაკვაძის ვიცესპიკერად არჩევას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა - წინააღმდეგი არავინ ყოფილა.  

თავმჯდომარის პოსტის დატოვებისას არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ მისი ადგილი დარბაზშია და არა სპიკერის პოზიციაზე და "სავარძელი არაა ქართული ოცნების გუნდში არცერთი ლიდერის თვითმიზანი".

კომენტარები