ბეტმენი

29 წლის შემდეგ მაიკლ კიტონი ბეტმენის როლს უბრუნდება

Esquire 

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ფლეშის" მომავალ ეკრანიზაციაში, ლეგენდარული სუპერგმირის როლს კვლავ მაიკლ კიტონი შეასრულებს.

DC-ს კომიქსების მორიგ ეკრანიზაციას ყველაზე სწრაფი ადამიანის, ფლეშის შესახებ ანდრიეს მუსკიეტი გადაიღებს. მთავარ გმირს კვლავ ეზრა მილერი განასახიერებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციის თანახმად მომავალ ბლოკბასტერში, შესაძლოა, ბეტმენის როლის კიდევ ერთი შემსრულებელი, ბენ აფლეკი გამოჩნდეს. სავარაუდოდ, ამ ეტაპზე გოთემის მცველის როლის უკანასკნელი შემსრულებელი ახალგაზრდა ბრიუს უეინს ითამაშებს.

მაიკლ კიტონმა ბნელი რაინდის როლი პირველად 1989 წელს შეასრულა. 1992 წელს მისი მონაწილეობით მეორე ნაწილი გამოვიდა. ორივე პროექტის რეჟისორი იყო ტიმ ბარტონი. მას შემდეგ ღამურას კოსტიუმი ველ კილმერმა, ჯორჯ კლუნიმ, კრისტიან ბეილიმ და ბენ აფლეკმა მოირგეს.

ფლეში 2022 წლის 4 ნოემბერს გამოვა.

 

კომენტარები