ბეტმენი

ბენ აფლეკი ბეტმენს კიდევ ერთხელ განასახიერებს

CNet

ბენ აფლეკი გოთემის მცველის როლს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება. ინფორმაციას მომავალი ბლოკბასტერის, ფლეშის რეჟისორი ანდრეს მუსკეტი ავრცელებს.

"ჩემი ფილმი ფლეშის და ბეტმენის ემოციურ კავშირს ასახავს. აფლეკის ბეტმენს კარგად გამოკვეთილი ორსახოვნება აქვს. ის ძლიერია, სრულყოფილი აღნაგობა და გამოკვეთილი ნიკაპი აქვს, მეორეს მხრივ აფლეკის ბეტმენი დაუცველია". – ამბობს მუსკეტი.

ახალი ფლეში დაეყრდნობა გრაფიკულ ნოველა Flashpoint Paradox-ს. ეკრანიზაციაში კიდევ ერთი ძველი ბეტმენი, მაიკლ კიტონი გამოჩნდება. პარალელურად კინოსტუდია DC რობერტ პატისონიან ბეტმენზე მუშაობს.

ფლეშის პრემიერა 2022 წლის 3 ივნისაა დაგეგმილი.

კომენტარები