რუსეთი

პუტინი: მორიდებულად ვიქცევით

ვლადიმირ პუტინი
POLITICO

რუსეთის ფედერალურ კრებაზე ვლადიმირ პუტინი ბოლო ხანებში მსოფლიოში გამართულ რუსეთის ფედერაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებსა და მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხებთან მიმართებაში, რუსეთი მორიდებულად იქცევა.

"ამ მოვლენების მიმართ ძალიან თავშეკავებულად, შეიძლება ითქვას მორიდებულადაც კი ვიქცევით. ძირითადად ჩვენ არა მხოლოდ არამეგობრულ აქციებს, არამედ ღია უხეშობასაც კი არ ვპასუხობთ". –თქვა პუტინმა. 

ერთ-ერთ ბოლო საპროტესტო აქციაზე, ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა ოქროსფერ უნიტაზზე დასვეს.

ამავე სხდომაზე პუტინი აშშ-ს დაწესებულ სანქციებსაც შეეხო, და მათ უკანონო უწოდა.

"სამყაროში, სამწუხაროდ, მგონი უკვე ყველა შეეჩვია პოლიტიკურად მოტივირებული უკანონო სანქციების პრაქტიკას". – თქვა პუტინმა.

კომენტარები