ფლანგვის დეტექტორი

ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირების კომპანიამ 81 მილიონის ტენდერებში გაიმარჯვა

ფოტო: Shutter Stock

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული თანამდებობების პირების კომპანიამ, შპს Construction Service-მა ტენდერებში მონაწილეობა 2014 წლიდან დაიწყო და დღემდე ბიუჯეტიდან 81 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. 

2019-2021 წლებში კომპანიამ ტენდერებით 62 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, აქედან გამარტივებული შესყიდვებით - 664 313 ლარი. 

კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრე და დირექტორი, გიორგი გაბუნია, ქართული ოცნების შემომწირველია. 
2016 წელს მან ქართულ ოცნებას 59 000 ლარი შესწირა. 

Construction Service-ის არაპირდაპირ მფლობელთა შორისაა გივი კუბლაშვილი. ის თბილისის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას 2015-2018 წლებში იკავებდა. 
2020 წელს კუბლაშვილმა ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა. 
2014-2015 წლებში ის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი კომპანიის, შპს ელიტა ბურჯის შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. 

კიდევ ერთი, თანამდებობის პირია გიორგი პერტაია, რომელიც 2018-2019 წლებში ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, 2019 წლიდან კი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. 

კომპანია 2012 წელს დაარსდა და ტენდერებში მონაწილეობას 2014 წლიდან იღებს. 
 

კომენტარები