ლარის კურსი

ლარი ისევ გაუფასურდა, ევროსთან მიმართებით თითქმის 5 თეთრით, დოლართან – 2 თეთრით

CBW.ge

14 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი ევროსთან მიმართებით 4.68 თეთრით გაუფასურდა, ხოლო დოლართან - 1.97 თეთრით. 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4432 ლარია, 1 ევროსი კი - 4.1177.

კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტა გაცილებით ძვირი ღირს, კერძოდ, დოლარის შეძენა 3.485 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 4.1940 ლარად.

2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო აუქციონზე 187.5 მლნ დოლარი გაყიდა, 2020 წელს კი, 873 მილიონი დოლარი.

ბოლო თვენახევარია, ლარი დოლართან მიმართებით განსაკუთრებით სწრაფი ტემპით უფასურდება. მხოლოდ 2021 წელს ეროვნული ვალუტა ევროსთან და დოლართან 17-17 თეთრით გაუფასურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, ევროსთან დაახლოებით 1 ლარით, დოლართან 70 თეთრით. 

ოპტიმისტური არც სამომავლო პროგნოზებია – TBC Capital-ის ცნობით, 2021 წლის განმავლობაში 1 აშშ დოლარი 3.2-3.5 ლარის ფარგლებში იქნება, ისიც, საბაზისო სცენარში. 

კომენტარები