ვაქცინაცია

გამყრელიძე: 1-2 დღეში გადავწყვეტთ, Sinopharm-ით ვაქცინაციას დავიწყებთ თუ არა ჯანმოს აღიარებამდე

ხვალ თუ არა ზეგ იქნება იმუნიზაციის საბჭო სამინისტროში და ეს საკითხი იქნება მთავარი განხილვის საგანი, დავიწყებთ თუ არა სინოფარმით ვაქცინაციას მანამდე [სანამ ჯანმოს აღიარებას მიიღებს].

იმიტომ, რომ სინოფარმით ვაქცინაცია დაწყებულია 40-ზე მეტ ქვეყანაში ძალიან აქტიურად, ისევე როგორც სინოვაკით, თავიანთი მარეგულირებლის საფუძველზე და მოგეხსენებათ, რომ ეს ვაქცინა საკმაოდ კარგად მუშაობს, რამდენჯერმე აგიხსენით, რომ ყველა ის ვაქცინა, რომელიც ბაზარზეა, მთავარ თავის დანიშნულებას, რასაც ჰქვია ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირება, ამას აკეთებს ძალიან კარგად...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები