ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქართველი ადამიანი, არამხოლოდ ქართველი, ნატრობდა ციხეში არ მოხვედრას. ქართული ოცნების პირობებში ნიკანორ მელია, ნაციონალური მოძრაობის ფორმალური თავმჯდომარე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ციხიდან არ გამოდის. არ უნდა ამ ადამიანს ციხიდან გამოსვლა, როგორც ჩანს, კარგად გრძნობს თავს...
ნიკა მელიას საქმე
ოხანაშვილი: ენმ-ის დროს ციხეში არმოხვედრას ნატრობდნენ, მელია ოცნების დროს არ გამოდის
tbl.ge/5i8a
დაკოპირდა

ამბობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაზე საუბრისას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმი 23 თებერვალს, დილით შევიდა და ნიკა მელია დააკავა. 25 თებერვალს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. მელია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს.
ამავე თემაზე
- ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მელიას საქმეში წარმოდგენილი მასალა უვარგისია - ადვოკატი
- ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს
- კოალიცია ცვლილებისთვის: ყოველთვიურად ახალი ბრალის წარდგენით ცდილობენ მელიას გატეხვას
- ადვოკატი: ნიკა ამჟამად გადაყვანილია ვივამედში, გარკვეულ სამედიცინო გამოკვლევებზე
- მელიას უპირებენ, წარუდგინონ მორიგი ბრალი, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას შეეხება - ადვოკატი




