ავტონომიური ელექტრომობილები

Domino’s Pizza ავტონომიური რობოტების საშუალებით ადგილზე მიტანის სერვისზე მუშაობს

Nuro-ს ავტონომიური რობოტი
ფოტო: Forbes.com

კომპანია Domino’s Pizza-ს მომხმარებლებს პიცის ადგილზე გამოძახება ავტონომიური რობოტების საშუალებით შეეძლებათ. ჯერჯერობით, სერვისი მხოლოდ აშშ-ში, ჰიუსტონშია ხელმისაწვდომი. 

ავტონომიური მანქანა კომპანია Nuro-სთან თანამშრომლობითაა დამზადებული და ის ერთ-ერთი პირველი სრულად ავტონომიური რობოტია, რომელმაც ავტორიზაცია აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტისგან მიიღო. 

დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ, მომხმარებელი იღებს სპეციალურ შეტყობინებას და კოდს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რობოტის გახსნა და მოტანილი პროდუქტის მიღება. 
 

ექსპერტების ვარაუდით, ავტონომიური რობოტები ტრანსპორტირების და, კერძოდ, პროდუქტების ადგილზე მიტანის მომავალია, რადგან რობოტი მცირე ზომისაა, ენერგოეფექტურია, არ საჭიროებს მძღოლს და თითქმის 24 საათის განმავლობაში შეუძლია სამუშაოს შესრულება. 

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად იგეგმება მისი დაფარვის ზონის გავრცელებაც და, კომპანიის ვარაუდით, რამდენიმე წელიწადში ის გლობალურ ბაზარზეც გადავა. 
 

კომენტარები