ეკონომიკა

იანვარ-მარტში იმპორტი 2.4%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის I კვარტალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $2 773.5 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.3%-ით ნაკლებია.

იანვარ-მარტში ექსპორტი 5.3%-ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და $821.1 მლნ შეადგინა, ხოლო იმპორტი 2.4%-ით შემცირდა და $1 952.4 მლნ შეადგინა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მარტში $1 131.4 მლნ და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8% შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი მიმდინარე წლის 19 აპრილს გამოაქვეყნებს.

კომენტარები