ევროპული საქართველო

კახიძე: ევროპულ საქართველოს სჭირდება საკუთარი გამოკვეთილი იდენტობა

იმისთვის, რომ ახალი ბრენდი ჩამოყალიბდეს და იდენტობა ჰქონდეს, უნდა თქვა - "მე ვარ არა იგივე ეს პარტია, ან უკეთესი ვარიაციით, არამედ, მე ვარ განსხვავებული, მაქვს ჩემი ხედვა, ჩემი გზა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუშინდებოდეთ ჩვენი ოპონენტების კრიტიკას, მათთან მწვავე დაპირისპირებას,მათი საქციელის კრიტიკას. საკმარისია სრულად ყველა კონკრეტულ საკითხზე პრინციპული პოზიცია და შეფასება ამა თუ იმ ქმედების.

 ჩვენ ამ ოთხწლიანი გამოცდილებიდან მთავარი დასკვნა რაც უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ  გვჭირდება საკუთარი გამოკვეთილი იდენტობა.

ევროპული საქართველო უნდა იყოს არა ვიღაცის გაგრძელება, არა ვიღაცასთან რაღაცა საერთო ოჯახი, არა ვიღაცის უკეთესი ვარიანტი, არამედ ცალკე გამოკვეთილი პოლიტიკური პარტია, ამ ყველაფერში ხელს შეგვიშლიან ხელისუფლებიდანაც და ოპოზიციიდანაც, იმიტომ, რომ მათ თავიანთი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან და ყოველთვის დავაფიქსიროთ ჩვენი განსხვავება, იმისთვის, რომ მივიღოთ რაიმე ტიპის მხარდაჭერა...

ევროპული საქართველოს მდივანი ოთო კახიძე პარტიის ყრილობაზე.

კომენტარები