ტაივანი

ტაივანში სარკინიგზო კატასტროფაში 48 ადამიანი გარდაიცვალა

ფოტო: Reuters

ტაივანში სარკინიგზო კატასტროფაში 48 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია ათეულობით პირი. 

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი რკინიგზაზე არასწორად გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რელსებიდან გადავარდა და გადაყირავდა. 

მატარებელში დაახლოებით 370 მგზავრი იმყოფებოდა, მათი უმეტესობა დაშავებულია. 

ეს ტაივანის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევაა. 

ბოლოს, 2018 წელს მომხდარ სარკინიგზო შემთხვევაში 18 ადამიანი გარდაიცვალა და 215 დაშავდა. 

ტაივანში მატარებლები გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. 
 

კომენტარები