პირველ რიგში იმას ვიტყვი, რაც მოსმენაზე სენატორ რიშს ვუთხარი. მე ბოლომდე პატივს ვცემ ჩვენი კონგრესის, ჩვენი სენატის უფლებამოსილებას. ამაში შედის ბიუჯეტის დამტკიცებისა და დახმარების განაწილების უფლებამოსილება. ამერიკის კონგრესი საქართველოსთან მიმართებაში ძალიან ხელგაშლილი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ამერიკას საქართველოსთვის ხუთ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება აქვს გაწეული. ახლა ყოველწლიურად 135 მილიონი დოლარით ვეხმარებით. ეს კონგრესის გადაწყვეტილებაა და არა ადმინისტრაციის. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს, სენატორების- რომლებმაც საქართველოს ეს დახმარება გაუწიეს, იმ შემთხვევაში, თუ მათ საჭირო ნაბიჯები არ გადადგეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ლიდერებისთვის იმის გაგება, რომ ჩვენი მოლოდინია, რომ ისინი დასასრულამდე მივიდნენ, მიაღწიონ შეთანხმებას და გაატარონ რეფორმები იმისთვის, რომ ქვეყანამ წინსვლა დაიწყოს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
საქართველოს მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
tbl.ge/5ho8
დაკოპირდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- Fox News: აშშ 75 ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს
- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ტრამპის და პუტინის სავარაუდო შეხვედრაზე კომენტარს არ აკეთებს
- სახდეპი: რუსეთი და უკრაინა ცეცხლის შეწყვეტასთან ძალიან ახლოს არიან
- აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დროებით საერთაშორისო დახმარების ყველა პროგრამა შეაჩერა
- აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი თანამდებობას დატოვებს




