ვაქცინაცია

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი დე-ფაქტო ხელისუფლება: არ გვჭირდება საქართველოს დახმარება

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მარიონეტმა დე-ფაქტო ხელისუფლებამ უარი განაცხადა საქართველოს შემოთავაზებაზე, COVID-19-ის ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ ინფორმაციას სპუტნიკ აფხაზეთი ავრცელებს

"ჩვენ არ გვჭირდება საქართველოს დახმარება". – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ამ შემოთავაზებას უწოდა "სიყალბე".

"ამ ინიციატივამ გაგვაკვირვა, განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს იმის მტკიცება, რომ საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, შეწყვიტეთ თვალთმაქცობა". – წერია ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებულ დოკუმენტში

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ COVIDსიტუაცია ექვემდებარება კონტროლს.


30 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრა, დავით ზალკანიანმა twitter-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შესთავაზა COVID-19-ის ვაქცინით აცრა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

 

კომენტარები