ზუგდიდი

80 წლამდე ქალს ზუგდიდში მატარებელი დაეჯახა

livepress.ge

ზუგდიდში ქალს მატარებელი დაეჯახა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 80 წლამდე ქალი. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც ცნობილია, ქალმა დაზიანებები ქვედა კიდურებზე მიიღო.

ტაბულას შსს-ში მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს. უწყებამ გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით [რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია] დაიწყო.

კომენტარები