კორონავირუსის მესამე ტალღა

გამყრელიძე: რეკომენდაციებს თუ არ დავიცავთ, არ არის გამორიცხული, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში

ბოლო ორი კვირაა, გაუარესების ტენდენცია გამოჩნდა. მოსახლეობას მაქსიმალურად უნდა მოვუწოდოთ რეკომენდაციების დაცვისკენ. კარგია, რომ ბოლო ორი დღეა, სერიოზულად ინტენსივდება აცრის რაოდენობა ქვეყანაში. გუშინწინ იყო 700-ზე მეტი, გუშინ 1000-ზე მეტი. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ, სანამ ეს კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება, მანამდე ერთადერთი დაცვის საშუალება, ინფექცია რომ არ გავრცელდეს, არის პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრების თავის არიდება. მე, რა თქმა უნდა, არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით იმ ეპიდსიტუაციას, რაც ჩვენ გვქონდა სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში და თუ ჩვენ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, არ არის გამორიცხული, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში. ამიტომ, უმორჩილესად გთხოვთ, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია... 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. 

კომენტარები