კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: თბილისი, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი – ეპიდსიტუაცია ნამდვილად საყურადღებოა

დღევანდელი ეპიდმდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში, ესაა გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ასევე საყურადღებოა თბილისი. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ ერთობლივი ჩართულობით, მოსახლეობის აქტიურობით, ყველა იმ ღონისძიების მიმართ და ყველა იმ წესის დაცვით, მთავრობა შეძლებს, რომ დაძლიოს ეს კრიტიკული პერიოდი და ჩვენ შევძლოთ, რომ თანაბრად გავიაროთ მესამე ტალღა და არ გვქონდეს ის პიკური და  ძალიან მაღალი მაჩვენებლები, რომელიც გვქონდა ნოემბერში და დეკემბერში.

ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იქნება თანმიმდევრული და ჩვენ არ ვიქნებით მომხრე არანაირი ჩაკეტვის, ვინაიდან ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება...

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 616 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.74 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.61 %.

კომენტარები