ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ იმის თაობაზე, რომ ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას, ესენი არიან კირითხურო თუ სხვა და მთელი ჩამონათვალია, მათ შორის ჩემთვისაც უცნაური ტერმინისა და სიტყვისა. მჭედელი არ ჰყავს ქვეყანასო იძახიან, მაგრამ არიან, ვთქვათ, ქვის ოსტატებიც და სხვაც, რომელთაგანაც უნდა შევქმნათ რეესტრი და შემდეგ უკვე, სავარაუდოდ, 1 წლის თავზე მზად ვიქნებით, სამინისტრომ მათი სერტიფიცირების პროცესი წარმართოს და ყველა ძეგლს შეეხოს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ამ საქმის პროფესიონალია და გარემონტება კი არ მიმდინარეობდეს, არამედ რეალური რესტავრაცია...
კულტურის სამინისტრო
წულუკიანი: ვიწყებთ ოსტატების რეესტრის შექმნას, ესენი არიან – კირითხურო, ქვითხურო თუ სხვა
tbl.ge/5hhm
დაკოპირდა

კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ამის შესახებ იმედის დილაში ისაუბრა.
ამავე თემაზე
- თელავის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ნანუკა ხუსკივაძე იქნება
- წულუკიანი: ლაშა ბაქრაძის განცხადებებმა და ქცევებმა ეჭვქვეშ დააყენა სამინისტროს რეპუტაციაც
- კულტურის სამინისტრომ ლაშა ბაქრაძე მუზეუმის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლა
- წულუკიანი: რუსუდან გლურჯიძის ფილმი შუა ევროპაში გახდა ცენზურის მსხვერპლი
- მთავრობამ კულტურის სამინისტროს Black Sea Arena-ს და ფილარმონიის მართვის უფლება ჩამოართვა




