ვაჟა-ფშაველას გამზირზე კაცი დაჭრეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, ხოლო დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ს 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.