კულტურის სამინისტრო

წულუკიანი: მე ქალთა კოლონიის პატიმარი ვარ, ანიტა რაჭველიშვილმა Facebook-ზე გამასამართლა

POS TV

"ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან, როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე გამასამართლა და ციხეში ჩამსვა". - თქვა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რადიო იმედის ეთერში. 

"იმის მერე, სასჯელს ვიხდი. ეს ხუმრობით. ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, ქალბატონმა ანიტამ, Instagram-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, გაასამართლა და ისიც ციხეში ჩასვა. ქალბატონ ანიტას რატომღაც ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს". - ამბობს წულუკიანი. 

23 მარტს, ქართველმა საოპერო მომღერალმა, ანიტა რაჭველიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ "სანამ კულტურას წულუკიანი მართავს, საქართველოში სცენაზე მისი ფეხი არ დადგება". 

კომენტარები