თავისუფლების ინსტიტუტი

"ხალხი მთავრობის წინააღმდეგ" – თავისუფლების ინსტიტუტის სარჩელის პრეზენტაცია

აქცია მთავრობის კანცელარიასთან
ტაბულა

მთავრობის ადმინისტრაციასთან თავისუფლების ინსტიტუტის სარჩელის - "ქართველი ხალხი მთავრობის წინააღმდეგ" პრეზენტაცია იმართება. პრეზენტაციის პარალელურად მოძრაობა  #სოცაფეთქება აქციას მართავს და ახალი კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში დაწესებულ ე.წ კომენდანტის საათს აპროტესტებს.

"სარჩელი ასაჩივრებს იმ ზომებს, რომლებიც მთავრობამ მიიღო ამ კარანტინთან დაკავშირებით, იზოლაციისა და კარანტინის წესებს. კერძოდ, ჩვენ ვასაჩივრებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის და სისხლის სამართლის დარღვევათა კოდექსის იმ ნორმებს, რომლებიც აწესებს სანქციას იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევაზე. ასევე ვასაჩივრებთ ამ ე.წ. კომენდანტის საათს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის არაკონსტიტუციური და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს". – ამბობს ორგანიზაციის დირექტორი სალომე ხვადაგიანი.

თავისუფლების ინსტიტუტი მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს 22 მარტს შეიტანს. მოსარჩელეები იზოლაციის ან/და კარანტინის წესების, კომენდანტის საათისა და შესაბამისი ნორმებით დადგენილი ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ.

როგორც ორგანიზაციის იურისტმა, გვანცა კვარაცხელიამ ტაბულასთან საუბარში განმარტა, მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსის გამო დადგენილ შეზღუდვებს არ გააჩნია კონსტიტუციური საკანონმდებლო საფუძველი, რის გამოც ორგანიზაცია ასაჩივრებს ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. 

ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან და 05:00 საათამდე მოქმედებს, 28 ნოემბერს დაწესდა. 

კომენტარები