ვაქცინაცია

ტიკარაძე ვაქცინაციაზე: პირველი სამი დღის განმავლობაში მოლოდინი არ ყოფილა მეტი

ჩვენი გეგმის მიხედვით, მოლოდინი პირველი სამი დღის განმავლობაში არ ყოფილა მეტი და, შეიძლება ითქვას, რომ მივყვებით გეგმას.

 ის, რაც ბატონმა ამირანმა ბრძანა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა აიცრას 3 000 ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს არის სამიზნე, რასთან დაკავშირებითაც ვმუშაობთ, თუმცა, ამ ეტაპისთვის ჩვენ ვერ ვხედავთ საგანგაშო კრიტიკულ მაჩვენებელს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციაზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მიიჩნევენ, რომ ტემპი დაბალია - სამ დღეში ასაცრელად მხოლოდ 5 350 ადამიანი დარეგისტრირდა, ხოლო აიცრა - 2 719.

კომენტარები