კიბერთავდასხმა პარლამენტზე

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა მოხდა

საქართველოს პარლამენტი
wikipedia.org

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს კიბერთავდასხმა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა  და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

"
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე დღეს განხორციელდა კიბერთავდასხმა, რის გამოც www.parliament.ge დომეინზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ვებგვერდზე დროებით შეიზღუდება პარლამენტის პლენარული სხდომებისა და სხვა ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციები". – წერია განცხადებაში

კომენტარები