მეგან მარკლი

მეგან მარკლი: ვუდი ალენის ადგილი ციხეშია

Befunky

მსახიობი მეგან მარკლი HBO-ს დოკუმენტურ ფილმს Allen vs. Farrow გამოეხმაურა. 

ოთხი ეპიზოდისგან შემდგარი მინისერიალი 90-იანი წლების გახმაურებულ სასამართლო პროცესს ეხმიანება. ცნობილი რეჟისორი ყოფილმა პარტნიორმა, მსახიობმა, მია ფეროუმ 7 წლის დილან ფეროუზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. დილანი მია ფეროუს ნაშვილები ქალიშვილია. გამოძიებამ ალენს ბრალი ვერ დაუმტკიცა. დოკუმენტური სერიალის ერთერთი მთავარი გმირი დაზარალებული დილან ფეროუა, ქალი გერ მამას სექსუალურ ძალადობაში ღიად ადანაშაულებს. მინისერიალი ასევე ალენისა და ფეროუს მეორე გერი შვილის, სუნ-ი პრევინის ქორწინების დეტალებს ასახავს. 

"მია ფეროუმ, დილან ფეროუმ და რონან ფეროუმ უდიდესი სიმამაცე, ძალა და სიმტკიცე გამოიჩინეს. საზოგადოებამ და სასამართლო სისტემამ დილანი დააღალატა. ვუდი ალენის ადგილი ციხეშია". – ამბობს მარკლი მინისერიალის ნახვის შემდეგ.

კომენტარები