ვაქცინაცია

გამყრელიძე: აცრამ დაამარცხა ყვავილი, წითელა და აცრა დაამარცხებს კოვიდს!

მადლობა ყველას, ვინც დღევანდელ დღეს ასეთი ენთუზიაზმით ხვდება. მადლობა მედიცინის მუშაკებს, რომლებიც ამ ერთი წლის მანძილზე პირველ ხაზზე იყვნენ და დღესაც პირველ ხაზზე არიან ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესის, აცრების, იმუნიზაციის დაწყების პროცესის.

ამ პროცესმა უნდა დაასრულოს ქვეყანაში ეპიდემია, ამიტომ მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩემს ყველა კოლეგას, მედიცინის მუშაკს, რომლებმაც ამ ერთი წლის განმავლობაში ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, რომ ქვეყანა მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს ამ პანდემიიდან – დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, წლის ბოლომდე უნდა აიცრას ქვეყნის მოზრდილი მოსახლეობის 65%, ამის პირველ მაგალითს აძლევენ ჩვენი კოლეგები.

იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად, დიდი სოლიდარობით, ვიქნებით ამ პროცესში. [ვაქცინაციის] დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი იქნება დამთავრება. ჩვენ წელს უნდა ავცრათ 1 600 000-1 700 000-მდე ადამიანი, თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.

მოსახლეობის ნაწილი უნდა დავარწმუნოთ, რომ აცრაზე კარგი ჯერჯერობით მსოფლიოს ამ ორი საუკუნის განმავლობაში არ მოუგონია. აცრამ დაამარცხა ყვავილი, წითელა და აცრა დაამარცხებს კოვიდს...

მიმართავს მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. დღეს, 15 მარტს, საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო.

კომენტარები