ეკონომიკა

გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდი, თურქეთი — ძირითადი ინვესტორი ქვეყნები 2020 წელს

Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს $616.9 მლნ შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. 

მსგავსი დაბალი შედეგი ამ სექტორში საქართველოს ბოლოს 2005 წელს ჰქონდა, მაშინ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $452.8 მლნ შეადგინა.

2020 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

საქსტატი
​​​​

საქსტატის თანახმად, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, 95.3 პროცენტი შეადგინა.

საქსტატი

 

კომენტარები