ქეით ვუდი: კრიპტოვალუტა კლასიკური საინვესტიციო პორტფელის ნაწილი გახდება

ქეით ვუდი
ფოტო: cnbc.com

ARK Investment Management-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ქეით ვუდის აზრით, მომავალში კრიპტოვალუტა კლასიკური საინვესტიციო პორტფელის ნაწილი გახდება და მას ინვესტორები ისევე მოეპყრობიან, როგორც აქციებსა და ობლიგაციებს. 

CNBC-ის ეთერში ქეითმა თქვა, რომ საინვესტიციო პორტფელის კლასიკური გადანაწილება 60-40 პროპორციით, შესაძლოა, 60-20-20-ით შეიცვალოს, სადაც აქციებისა და ობლიგაციების გვერდით პორტფელის 20%-ს კრიპტოვალუტა დაიკავებს.

ქეით ვუდი საფინანსო სექტორში უოლ სტრიტის დედოფლის სახელითაა ცნობილი და მისმა საინვესტიციო კომპანიამ უკანასკნელ წლებში დიდ წარმატებას მიაღწია, ის ამჟამად 50 მილიარდ დოლარს აკონტროლებს. 

ვუდის თქმით, კრიპტოვალუტის აღიარებასთან ერთად შემცირდება მისი არასტაბილური ბუნება და, საბოლოო ჯამში, ისეთივე ტიპის აქტივების კლასად ჩამოყალიბდება, როგორიც აქციებია. 

ამჟამინდელი მონაცემებით, ბიტკოინი მსოფლიოში რიგით მერვე ყველაზე ძვირადღირებული აქტივია, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს და ერთი ბიტკოინის ფასი 54 000 დოლარია. 
 

კომენტარები