ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 8 მარტამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5-6 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება.

"7 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, მაღალ მთაში ქარბუქი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა" - აცხადებს სააგენტო.

თბილისში 5-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +16, ხოლო 7 მარტს +10, +12 გრადუსია მოსალოდნელი. სინოპტიკოსები 7 მარტს მცირე წვიმას ვარაუდობენ, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

კომენტარები