ვაქცინაცია

კალოიანი ვაქცინაციაზე: სტრატეგიული შეცდომა ჯერ კიდევ ზაფხულშია დაშვებული

სხვა კუთხით თუ შევხედავთ ამ საკითხს, სტრატეგიული შეცდომა დაშვებულია ჯერ კიდევ ზაფხულში, როდესაც ჩვენ არ დავიწყეთ რეალური და კონკრეტული საუბარი მწარმოებელ ქვეყნებთან, ვთქვათ, ფაიზერთან, ასტრაზენეკასთან და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მხოლოდ კოვაქსთან დაკავშირებით და მთელი ჩვენი ვაქცინაცია დავკიდეთ კოვაქსზე. ეს იყო ძირითადი შეცდომა, ყველაფერი დანარჩენი არის ამის შედეგი. ჩვენ არ გვაქვს ალტერნატიული წყაროები, კოვაქსიდან, იდეალურ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მხოლოდ 20% საჭირო ვაქცინებისა.

იუნისეფი, კოვაქსი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არის ერთი გზა და ერთი მიმართულება, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა გამოყენებულიყო, ოღონდ, როგორც ერთ-ერთი ვარიანტი. პირველი დარღვევა არის ის, რომ კრიზისულ კომპონენტზე გავხდით დამოკიდებული, კოვაქსს რომ რაოდენობის კრიზისი ჰქონდა, ეს თავიდანვე ცნობილი იყო, პირველივე დღეებიდან ყველამ იცოდა, რომ კოვაქსი იქნებოდა დეფიციტური. პირველი მიწოდება რომ ექნებოდა უფრო ღარიბ ქვეყნებს, ვიდრე ჩვენ ვართ, ესეც ცხადი იყო. ეს რისკები იყო თავიდანვე გათვლადი...

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, ვახტან კალოიანმა, ტაბულასთან საუბრისას.

კომენტარები