ნიკა მელიას საქმე

WP: ესკალაციამ, შესაძლოა, რუსეთის სასარგებლოდ იმუშაოს, დააშოროს თბილისი დასავლელ მოკავშირეებს

(Vano Shlamov/AFP/Getty Images)

"ქართულმა ხელისუფლებამ სამშაბათს სამხრეთ კავკასიის ქვეყნის წამყვანი ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრა, ამით გააღრმავა პოლიტიკური განხეთქილება და მორიგი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა კრიზისში ჩაძირა". – წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ნიკა მელიას დაკავებაზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები მორიგი კრიზისია "რუსეთის საზღვრებთან" და ბელარუსში აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო ტალღაზე და ყირგიზეთში ბოლო 15 წელიწადში მესამე რევოლუციაზე წერს.

"საქართველო, დაახლოებით 3.7 მილიონიანი მოსახლეობის ქვეყანა, შავი ზღვის მოსაზღვრედ, ნატოში გაწევრიანების ამბიციებით [ბელარუსზე და ყირგიზეთზე] უფრო დემოკრატიულად მიიჩნეოდა, თუმცა სამშაბათის ესკალაციამ, შესაძლოა, რუსეთის სასარგებლოდ იმუშაოს, პოტენციურად დააშოროს თბილისი მის ძლიერ დასავლელ მოკავშირეებს. ბოლო წლებში ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს ლიდერებთან გაგზავნილ წერილებში გამოთქვამდნენ წუხილს, რომ მმართველი ქართული ოცნების პარტიის მოქმედებები "უკან წასვლის" მაჩვენებელი იყო". – წერს გამოცემა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

კომენტარები