ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება იყო ძალიან კრიტიკული, აღწერს იმ ვითარებას, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ევროპელ მეგობრებს კიდევ ერთხელ უნდა მივაქცევინოთ ყურადღება გარემოებებზე, რამაც ეს საკრიტიკო სიტუაცია შექმნა...
ნიკა მელიას დაკავება
ვოლსკი: აშშ-ს განცხადება აღწერს ვითარებას, რაც გვაქვს, ყურადღება უნდა მიაქციონ გარემოებებს
tbl.ge/5fo6
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება. ენმ-ის თავმჯდომარის დაკავებაზე საელჩომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ამით საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში, უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე – "ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები - თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით".
ამავე თემაზე
- კალაძე მელიაზე: მისი საქციელი და ქმედებები არის არაადეკვატური
- SJC: მელიას დაპატიმრება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მასშტაბური დევნის კიდევ ერთი სიგნალია
- სოლიდარობა ნიკა მელიას და ყველა პოლიტიკურ პატიმარს! – ფედერალისტები
- გვარამია: სიგიჟეს ვუყურეთ საათების განმავლობაში - ნიკა მელია უკანონო პატიმარია
- წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა




