ნიკა მელიას დაკავება

შსს: სასამართლოს გადაწყვეტილება აღვასრულეთ - ნიკანორ მელია დაკავებულია

ფორმულა/კადრი ვიდოდან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება პატიმრობის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია". – ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ სამართალდამცველებმა ენმ-ის ოფისის ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს და "გონივრული ვადა" მისცეს, რათა ხელი არ შეეშალათ "სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში".

"სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილებისა მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.

შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების კანონით გათვალისწინებული, პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები". – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები