ნიკა მელიას დაკავება

ჯაფარიძე: ქვეყნები და დიპლომატები ვეღარ შეძლებენ საქართველოს ლობირებას ევროკავშირსა და ნატოში

ამას მოყვება ის, რაზეც გაგვაფრთხილა პავილიონისმა, როდესაც ჩამოსული იყო, ლიტვის  სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ამას მოყვება ის, რომ ყველა ის ქვეყნები და დიპლომატები, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ლობირებდნენ და, რომელთა დახმარებითაც ჩვენ მივიღეთ თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, მივიღეთ თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირში, უვიზოდ რო დავდივართ და ა.შ. და გვქონდა პერსპექტივა, რომ კიდევ უფრო ახლოს მივსულიყავით ევროკავშირთან და ნატოსთან, ყველა ეს ქვეყნები დარჩებიან არგუმენტების გარეშე, ფიზიკურად ვეღარ შეძლებენ საქართველოს ლობირებას, რადგან შეუძლებელია საქართველოს ლობირება ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანებაზე, მაშინ როცა ქვეყანაში ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, საკუთარი დანაშაულის გადასაფარად, ესე იჭერ, როგორც აქ დაიჭირეს და პირიქით, ის ქვეყნები და დიპლომატები, რომლებიც წლების განმავლობაში საბაბებს ეძებდნენ, რომ საქართველო არ მიეკარებინათ არც ნატოსთან და არც ევროკავშირთან, იმათ მიეცათ დამატებითი არგუმენტი, რომ დემოკრატია აქ არ არის და აქ არ არის დემოკრატია, აქ მყარდება დიქტატურა, ეს ხდება ეხლა სინამდვილეში. ეს უნდა გაიაზროს ყველამ, რომ ჩვენი შვილების მომავალი დამარხეს აქ...

ასე ეხმაურება გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას. ნიკა მელიას დასაკავებლად სპეცრაზმი ოპოზიციური პარტიის ოფისში შევიდა. 

კომენტარები