სამთავრობო ცვლილებები

სუბარი გახარიაზე: ერთ წამში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა

ამ პერიოდში წასვლა, ამ ფორმით, რა თქმა უნდა, იყო დამაზიანებელი და შეუწყნარებელიც, ჩემი აზრით. არ ვიცი, ამას სახელს ვერ ვარქმევ. არ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება გუნდის წევრისგან და ლიდერისგან. არ უნდა მოიქცეს ადამიანი ასე. ადამიანურად ვერ ვხვდები. არ არის სწორი ასეთი საქციელი და მორჩა, დამთავრდა.

რაც შეეხება როგორც პრემიერს, არჩევნები ახალი ჩავლილია, მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში და ყველგან, სადაც მივდიოდი, მხვდებოდა, რომ გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა და ძალიან დადებითად მოქმედებდა ჩემს, როგორც მაჟორიტარის, საარჩევნო კამპანიაზე. უბრალოდ, მას შეეძლო ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ. მე მგონია, რომ მან ერთ წამში, ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა ეს მის მიმართ ნდობა. არ ვიცი, რამდენად ღირდა ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა მას ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება...

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა იმედის ეთერში. გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა.

კომენტარები